მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელშიც სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ წრეებში აფასებენ. ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, ხელისუფლება კონსილიუმის დასკვნას არ გაითვალისწინებს და ექსპრეზიდენტს უცხოეთში სამკურნალოდ არ გადაყვანს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ირაკლი ფავლენიშვილს კი სჯერა, რომ კონსილიუმს შეუძლია ახალი გარემოებები გამოკვეთოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით