“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგნიზებულ აქციებს ოპოზიციურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩატარებულ აქციებს სკეპტიკურად უყურებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი საპროტესტო ტალღა უშედეგოა. საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ პარტიის სტრუქტურის განვითარება საპროტესტო აქციებში სულ უფრო მეტი ადამიანის ჩართულობას გამოიწვევს.