საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თამარ გვარამაძეს მიმართავს და მასთან სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს. ექს პრეზიდენტი წერს რომ ბოლო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიმართვას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.