შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი. ამ კუთხით, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ხორვატიაში. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12-ი რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე და ხაზი გაუსვა ხორვატიის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.