საქართველოში აშშ-ის ელჩმა პალიტრა ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე და სანქციების გვერდის ავლაზე გაამახვილა ყურადღება. კელი დეგნანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აშშ-ის არცერთი მაღალჩინოსნის მხრიდან მსგავსი სახის ზეწოლა არ ყოფილა. ამასთან, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას ძირი გამოუთხარონ. ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი მის ამ შეფასებებს იზიარებს. მოძრაობა ხალხის ძალის წევრთა პოზიცია კი უცვლელია. მათთვის დეგნანის განმარტებები საზოგადოების მოტყუების მცდელობაა.