რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვის უპირატესობის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების ფრაგმენტი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საგანია. ხელისუფლების ოპონენტები კობახიძის განცხადებას ქართველი ხალხის შეურაცხყოფას უწოდებენ და ქართული ოცნების ძალაუფლების შენარჩუნებას რუსეთის შესაძლო გამარჯვებას იუავშირებენ. კიდევ რა განცხადებები გაკეთდა საკითხზე.