საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას შეეხო. ხაზი გაესვა, რომ, მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია.