ზუგდიდის რაიონული სასამართლო ბადრი ესებუას აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც ესებუას გუშინ წარედგინა. ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვას გულისხმობს.ადვოკატი ამბობს, რომ ბადრი ესებუა ბრალის ამ ნაწილს აღიარებს.