"ნაციონალური მოძრაობა" საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს. პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარე დღეს საფრანგეთის ელჩს შეხვდება და მას მიმდინარე თემებზე ესაუბრება. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მიერ არჩეულ ტაქტიკას აკრიტიკებს მმართველი პარტია. ოცნების აზრით, მამუკა მდინარაძესა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირსპირება არის მაგალითი, რომ ხაბეიშვილი ფსონს ახლა პროვოკაციებზე დებს. ნაციონალური მოძრაობის ბრძოლის მეთოდები დღეს ოპოზიციურმა პარტიებმაც დაიწუნეს.