მოძრაობა "ხალხის ძალა" ევროკავშირს ისევ აკრიტიკებს. ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატები წერენ, რომ ევროკავშირს ღირებულებითი საფუძველი აქვს შერყეული და სტრატეგიულმა პარტნიორებმა ყველა ის ზღვარი გადაკვეთეს, რომელიც მათ ცივილიზებულ ხიბლს აქარწყლებს. "ხალხის ძალა" ამბობს, რომ საქართველოს ევროპულ პერპსექტივასთან დაკავშირებით ფართო დისკუსიაა საჭირო. მოძრაობა ხალხის ძალის ახალ განცხადებას კრიტიკულად აფასებს ოპოზიციის ნაწილი.