ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მწერალი ოლეგ პანფილოვი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ, ოქსანა მასლაკმა გაავრცელა.
ის იყო ტელეკომპანია პირველი კავკასიურის გადაცემის, "საქართველო ოლეგ პანფილოვთან ერთად" წამყვანი. აშშ-ს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი (1993);
პანფილოვი 1994-2010 წლებში "რადიო თავისუფლებასთან" თანამშრომლობდა.
2008 წლის სექტემბერში მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. 2009 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. მიღებული აქვს საქართველოში ღირსების ორდენი.