ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა 2 მარტს ეწურება. რაც შეეხება სებ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევის წესს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მმართველმა უმრავლესობამ მეორე მოსმენით განხილვის დროს დააკორექტირა და ინიცირებული პროექტი შემდეგი სახით შეცვალა: - ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები იქნებიან.
ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული პოსტის შემოღება ეროვნულ ბანკს მარიონეტულ ორგანოდ გადააქცევს.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი