თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. პარალელურად, საქართველო მეზობელ ქვეყანაში დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარულ ნივთებს აგროვებს. საქართველოდან თურქეთში გაგზავნილი პირველი ჰუმანიტარული დახმარება სტიქიის შედეგად დაზარალებულ პროვინციებში გაიგზავნება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო.