რუსეთი სულ უფრო უახლოვდება ფისკალურ კატასტროფას. ქვეყანა სწრაფად კარგავს შემოსავალს ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან და მკვეთრად ზრდის ჯარისა და სამართალდამცავი უწყებებზე დანახარჯებს. იანვარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა თითქმის 2 ტრილიონ რუბლს მიაღწია, ამის შესახებ საუბარია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში.
უწყების ცნობითვე, მინუსში აღმოჩნდა შემოსავლის ყველა ძირითადი წყარო. ნავთობისა და გაზის შემოსავლები 46%-ით დაეცა. დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ისტორიაში პირველად, ეროვნული სიმდიდრის ფონდიდან 3-ნახევარი ტონა ოქრო გაყიდა და ასევე დაბეჭდა ბოლო ხელმისაწვდომი სავალუტო რეზერვები, რომლებიც არ ექვემდებარება დასავლეთის სანქციებს - ეს არის 310 მილიარდი ჩინური იუანი.