ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების იანვრის თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, რეზერვების ზომა ოთხ მილიარდ 900 მლნ დოლარს შეადგენს, რაც ფაქტობრივად დეკემბერში არსებული რეზერვების ტოლია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვების ზომა 821 მილიონი დოლარით, ანუ 20%-ით გაიზარდა. საერთაშორისო რეზერვებიდან თითქმის ოთხ-ნახევარი მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის. თანხის ნაწილი ფასიან ქაღალდებშია ჩადებული, ნაწილი კი ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია.