თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21 700-ზე მეტია. დაშავეულია 75 ათასი ადამიანი. თურქეთის 10 პროვინციაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.
მედიის ინფორმაციით, თურქეთში 17 674 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი - 3 377. სამაშველო ოპერაციის პარალელურად, ძლიერი უამინდობა და ყინვა საფრთხეს ათასობით ადამიანს უქმნის, რომლებიც მიწისძვრას გადაურჩნენ და თავშესაფრის, წყლისა და საკვების გარეშე არიან დარჩენილები.
ბრიტანული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფო თურქეთში ათასობით თერმულ საბანს გზავნის და უახლოეს დღეებში დაშავებული ადამიანებისათვის საველე ჰოსპიტლის მოწყობას გეგმავს.