პრეზიდენტი ხელისუფლებას კვლავ აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან და თანხვედრაშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას. პ
რეზიდენტის განცხადებას გამოხმაურება მოყვა მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში.