„საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ჩატარებული სამუშაოები სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და შედეგად, მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ფართობები შეფერხების გარეშე მოირწყვება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 500 ათასი ლარია, გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.