"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას რეგიონებში დღესაც გამართავენ. საპროტესტო გამოსვლები 13:00 საათზე, 5 რეგიონში დაიწყება. ესენია: ქობულეთი,მარტვილი, სამტრედია, საგარეჯო და ასპინძა. აქციის მონაწილეები, მკურნალობის მიზნით, ექს პრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვენ.