გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.