თურქეთის კლუბების კავშირის პრეზიდენტმა ალი კოჩმა განაცხადა, რომ „ჰატაისპორი“, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს, თურქეთის სუპერლიგიდან მოეხსნა. მიზეზი მიწისძვრის შედეგებით და კრისტიან ატსუს დაკარგვით გამოწვეული შოკია. კოჩის ინფორმაციით, კლუბმა უკვე შეატყობინა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას, რომ აღარ აპირებს გამოსვლას.ალი კოჩის თქმით, იგივეს აპირებს გაზიანტეპიც, თუმცა ამ კლუბს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ საბას გუნდელი, ექსჩელსელი კრისტიან ატსუ ნანგრევებში მოყვა და ის ჯერ ვერ იპოვნეს, დროის გასვლის გამო, განელი ფეხბურთელის გადარჩენის შანსები თითქმის ნულის ტოლია.
ცნობისთვის, თურქეთის ჩემპიონატი 3 მარტს განახლდება და სავარაუდოდ, 19-ის ნაცვლად 17 გუნდით გაგრძელდება. „ჰატაისპორს“ და „გაზიანტეპს“ კი ადგილი სუპერლიგაში შეუნარჩუნდებათ. ჰატაისპორი 23 ქულით მე-14 პოზიციაზეა. საბა ლობჟანიძის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე პასია.