უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის მეფე ფილიპე I-ს შეხვდა და ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ფრაგმენტი გადასცა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრას ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე დე კროუც ესწრებოდა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბელგიის მეფეს უკრაინაში ჩამოგდებული რუსული სუ-25 თვითმფრინავის ფრაგმენტი გადასცა, რომელზედაც უკრაინელმა პილოტებმა დააწერეს : „ერთად გავიმარჯვებთ“.