ტელეკომპანია „იმედთან“ ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს დახვდნენ, როდესაც მდინარაძე ტელეკომპანიაში იმყოფებოდა.
აქტივისტები მდინარაძის მისამართით სკანდირებდნენ: „რუსი ხარ“ და მიმართავდნენ, რომ „მოღალატეობრივ“ განცხადებებს აკეთებს, რაზეც მდინარაძემ უპასუხა, რომ საკუთარ „სიტყვებზე პასუხს აგებს“.
ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.
„არ ვიცი ასეთი სასაცილო ხალხი. ეგონათ, რომ არ გადავიდოდი მანქანიდან, გადავედი და კაცს რომ ეუბნები: აი, რა გინდა თქვი, რას ითხოვ და სასტვენს რომ ჩაიდებს პირში და მთელი ძალით ჩაბერავს პასუხად...დადიან ასე ჩაბერილები. მართლა ცოდოები არიან. ამ ხალხს ავალებენ, რომ მოვიდეს და რუსი გეძახოს“, - განაცხადა მდინარაძემ მოგვიანებით „იმედის“ ეთერში.