აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მეორე ვადით კენჭისყრის “მტკიცე გადაწყვეტილება” ჯერ არ მიუღია. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ბაიდენის თქმით, არჩევნებში მონაწილოებასთან დაკავშირებით ის უფრო ზუსტ პასუხს უახლოეს მომავალში გაავრცელებს. ცნობისთვის, ჯო ბაიდენი 80 წლისაა.