სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე, საინჟინრო დაბრკოლების ღობურებისა და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დამონტაჟდა. ელექტრო სიგნალიზაციის ღობურა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სამართალდამრღვევ პირთა გადაადგილების შესაზღუდად შექმნილ დამაბრკოლებელ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო სექტორს აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ დასაცავი მონაკვეთის კონკრეტულად რომელ უბანზე მოხდა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ან დარღვევის მცდელობა. მოწყობილობები ბათუმის, ახალციხის და წითელი ხიდის სამმართველოების დასაცავ მონაკვეთებზე დამონტაჟდა.