გურიის პოლიციამ 2002 წლიდან ძებნილი პირი დააკავა. დაკავებული მსჯავრდებული იყო და იძებნებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. ის უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.