გურიის პოლიციამ 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა - Palitra News

გურიის პოლიციამ 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა

2023-02-09 20:28:32+04:00

გურიის პოლიციამ 2002 წლიდან ძებნილი პირი დააკავა. დაკავებული მსჯავრდებული იყო და იძებნებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. ის უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.