პროკურატურამ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისიდან ბათუმის ციხეში გადაიყვანეს. ინფორმაცია მისმა ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ დაადასტურა. მისი თქმით, ის ქუთაისში, სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში მივიდა, სადაც უთხრეს, რომ პატიმარი ბათუმშია გადაყვანილი. ადვოკატის თქმით, ის ესებუასთან შესახვედრად ბათუმში მიდის. ბადრი ესებუა ქუთაისში სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში გუშინ მოათავსეს.