"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციები გრძელდება - ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ამჯერად ქვეყნის 5 სხვადასხვა ქალაქში მოითხოვა. "ნაციონალური მოძრაობის" აზრით, სწორედ ქუჩის აქციებია ის გზა, რაც ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას აიძულებს. მმართველი პარტიის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დწყებული აქციები წინასწარვე მარცხისთვის არის განწირული, რადგან ხალხი მათ აქციებზე გამოსვლას არ აპირებს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არჩეულ ტაქტიკას აკრიტიკებს ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი.