რუსული მხარის ცნობით, პირდაპირი ფრენების აღდგენის მოთხოვნით რუსეთს საქართველომ მიმართა. განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რუსულ მედიასთან გააკეთა. ვლადიმირ ჯაბაროვის თქმით, მიმართვაში საუბარი იყო რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ რეისების აღდგენაზე. ოპოზიციას მმართველი გუნდის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დათბობა არ უკვირს, მათი განცხადებით მტერ ქვეყანასთან მსგავსი სახის კომუნიკაცია ცუდად აისახება ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე.