ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელო „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც დღეს ბრიუსელს სტუმრობს.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“, - წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთიდან ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
დღესვე, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება და სიტყვით მიმართავს.