გურიის პოლიციამ 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა. დაკავებული ოზურგეთში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისაა მსჯავდებული.