თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთი უკვე გადასვენებულია საქართველოში. ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ცნობით, ორ მოქალაქესთან დაკავშირებით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანის და მათი დახმარების ალტერნატიული გზების ძიებაზე.