გახმაურებული საქმის მთავარი ფიგურანტი ბადრი ესებუა ორ წლიანი ძენის დროს საქართველოში იმყოფებოდა. ამის შესახებ მისი უფლებადამცველი საუბრობს. ადვოკატი აცხადებს, რომ ბადრი ესებუა იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა. მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც ესებუას სახელმა გაიჟღერა ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით, ესებუას გაუჩნდა განცდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ იმალებოდა.
ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ ბრალდებულის მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. სხვა დამატებითი კომენტარი კი მას არ გაუკეთებია.