პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტის მხრიდან სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა პარლამენტი სააკაშვილის საქმეებზე ამნისტიის გამოცემას, თუ იგი ბრალდებებს აღიარებს.
კობახიძის თქმით, შესაძლოა, პატიმრები თანაგრძნობას იწვევდნენ, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია.