თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 16 000-ს გადააჭარბა. სტიქიის ზონებში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ განმეორებითი ბიძგების საშიშროება კვლავ არსებობს.
თურქეთში მიწისძვრის მძიმე შედეგებსა და არა ეფექტიან სამაშველო სამუშაოებზე საუბრობენ თურქეთის ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ამაში პრეზიდენტს ადანაშაულებენ.
რთული ვითარებაა სირიაში, სადაც ბოლო მონაცემებით, სტიქიას სულ მცირე 3162 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.