ვის ჯიბეში მიდის 1 ლარი ყოველი ლიტრი საწვავიდან? პასუხს ამ შეკითხვაზე უკვე თითქმის ათი წელია ვეძებთ, მაგრამ უშედეგოდ. ხელისუფლებაში მოსვლის ათი წლის შემდეგაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საწვავის ფასის შემცირება დაახლოებით 1 ლარით არის შესაძლებელი. კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ბაზრის შესწავლა უკვე მეორე წრეზე დაიწყო. პირველად ეს 2015 წელს მოხდა, როცა 8 თვიანი კვლევა-ძიების შემდეგ კონკურენციის სააგენტომ კარტელური ხუთეული 54 მილიონი ლარით დააჯარიმა. ვისაც არ ახსოვს გავახსენებ შემდეგ რაც მოხდა, ნავთობიმპორტიორებმა კონკურენციის სააგენტოს სასამართლოში არაერთი დავა მოუგეს და 54ის ნაცვლად, მხოლოდ 3 მილიონი გადაიხადეს. ანუ ჯარიმის თავდაპირველი ოდენობა, 18-ჯერ შემცირდა.
რა ელით ნავთობიმპორიორებს ახლა? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი