ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთმა ლუგანსკის ოლქში მასშტაბური შეტევა დაიწყო. ოპერაციაში ჩართულია რუსეთის არმიის სულ მცირე სამი დივიზია. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუს სამხედროებს გარკვეული წარმატება აქვთ. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგეს არ აძლევს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.