იტალიაში, სიენას პროვინციაში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით მიწისძვრის ბიძგები პროვინციის რამდენიმე დასახლებაში იგრძნობოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სიენიდან სამხრეთით, 1 კმ-ის დაშორებით, 8 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.