"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" ცნობილი გერმანელი მწერლის ერიხ მარია რემარკის საომარი ჟანრის ნოველაა. წიგნის ორიგინალი 1929 წელს გამომცემლობა Little, Brown and Company-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა . რომანმა ავტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა , ის ითარგმნა 26 ენაზე და მსოფლიოს მასშტაბით მისი 2.5 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაიყიდა.
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" აღწერს უბრალო ჯარისკაცის თვალით დანახულ პირველი მსოფლიო ომის მოვლენებს. რომანის მთავარი გმირი პაულ ბოიმერს 18 წლის ასაკში გაიწვევენ ჯარში. ყაზარმაში რამდენიმე კვირიანი წვრთნის შემდეგ მას და მის რამდენიმე მეგობარს გადაისვრიან დასავლეთის ფრონტზე, სადაც იგი უმეგობრდება მასზე უფროს და გამოცდილ ჯარისკაცს კატჩინსკის, რომელიც ახალბედა პაულს და მის მეგობრებს ეხმარება რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნაში და ასწავლის ფრონტზე ცხოვრებას. მეგობრები ხშირად მსჯელობენ ომის მიზეზებზე და მიდიან დასკვნამდე რომ მათთვის იგი სრულიად უაზროა. ომით გადაღლილი პაული ერთ დღესაც იღებს შვებულებას და რამდენიმე კვირით შინ დაბრუნებას გადაწყვეტს, მის მიერ მიტოვებულ სამყაროში. აქ იგი თავს უსაზღვროდ უცხოდ გრძნობს, თან ფრონტიდან ჩამოსულ ჯარისკაცს სახლში უამრავი პრობლემა ხვდება: დედა კიბოთი დაავადებულია, შიმშილი და გაჭირვება. იგი ვერ ახერხებს ოჯახის წევრებთან საერთო ენის პოვნას და სურს რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ფრონტზე თავის მეგობრებთან.ერიხ მარია რემარკი გერმანიის პროვინციულ ქალაქ ოსნაბრიუკეში კათოლიკე მუშების ოჯახში დაიბადა.
1904-1912 წლებში რემარკი სახალხო სკოლაში სწავლობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი – 3 წელი კათოლიკურ სამასწავლებლო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მალევე
1916 წლის 21 ნოემბერს ჯარში გაიწვიეს. 1917 წლიდან კი ფრონტზე გადაიყვანეს , სადაც რამდენიმეჯერ დაიჭრა კიდეც.
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ რემარკი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში ის საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა, სადაც გაზეთის რედაქტორად დაიწყო მუშაობა. თავის პირველ რომანზე„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ მუშაობა მწერალმა 1927 წელს დაიწყო , რომანი ჯერ გაზეთში დაიბეჭდა და ხოლო 1929 წელს ერთ წიგნად გამოიცა.
გერმანული საზოგადოება ამ რომანს არაერთგვაროვნად შეხვდა, ზოგი თვლიდა, რომ ის საუკეთესოდ აღწერდა პირველ მსოფლიო ომს, ხოლო სხვები ამ რომანს გერმანიის ღალატად მიიჩნევდნენ.
1939 წელს, როდესაც ევროპა ომის ალში გაეხვა, რემარკი, როგორც ბევრი სხვა გერმანელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა ემიგრაციაში.1942 წელს რემარკი აქტიურ ანტინაცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა , იგი ასევე ყველაფრით ცდილობდა გერმანიიდან ემიგრანტებისთვის დახმარებას.
1930 წელს წიგნის მიხედვით ტელეეკრანებზე გამოვიდა მხატვრული ფილმი უცვლელი სახელწოდებით , რომელმაც კინომატოგრაფიის უმაღლესი ჯილდო ოსკარი დაუმსახურა. რომანის მომდევნო ეკრანიზაციები კი 1976 და 2022 წელს იხილა ტელემაყურებელმა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2018 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე https://palitral.ge/.