იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ. ისინი საკრებულოს მიერ გამოცემული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ. საუბარია 27 იანვარს მიღებულ დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც ავარიული სახლების ჩაანცვლება მესაკუთრეების სრული თანხმობის გარეშე მოხდება. ადვოკატები თვლიან, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, კერძოდ კი საკუთრების უფლება.