„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს დღეს რეგიონებში გამართავს. აქციები დაგეგმილია ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში. საპროტესტო აქციები ყველა რეგიონში ერთდროულად 13:00 საათზე დაიწყება.
აქციების მთავარი მოთხოვნაა, მკურნალობის მიზნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
„მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ”, - განაცხადა საქმომედო გეგმის წარდგენისას პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვე განიხილავდა.