მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის მთავარი თემაა. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მათ არანაირი მოლოდინი აქვთ რომ ექსპრეზიდენტის გარშემო მოვლენები შეიცვალოს და უარყოფითად აფასებენ ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას. მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს "გირჩის" ლიდერს ალექსანდრე რაქვიაშვილს, მისი თქმით ხალხი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აღარ ენდობა. საპირისპირო აზრზეა პარტია კანონი და სამართლის ლიდერი თაკო ჩარკვიანი. მისი თქმით,მიმდინარე აქციები შედეგიანი იქნება. ჩარკვიანი ხელისუფლებას მოუწოდებს ,დათმობაზე წავიდეს და მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვას.