ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი და განსახორციელებელი რეფორმები-ეს ის თემებია, რაზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2022 წლის წლიური ანგარიში წარდგინისას ისაუბრა.
პაპუაშვილის მიერ წარდგენილი ანგარიში ქართულ ოპოზიციურ სპექტრში უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მათი შეფასებით, ,,ქართული ოცნება" და პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ატყუებს, როდესაც ამბობს რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა და ევრორეკომენდაციების 12-ივე პუნქტი სრულდება.