ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერ მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, მესამე დაღუპული პირი თურქეთის მოქალაქეც იყო. როგორც ელჩმა აღნიშნა, მისი გარდაცვალების ფაქტს მოქალაქის ოჯახის წევრები ადასტურებენ, თუმცა ნეშტი იდენტიფიცირებული არ არის.
ჯანჯღავას განცხადებით, პირველ ორ დღესთან შედარებით ზარების რაოდენობამ იკლო, რაც მიუთითებს, რომ თურქეთში საქართველოს ყველა მოქალაქე, ფაქტობრივად, ნაპოვნია. თუმცა ელჩი არ გამორიცხავს, რომ თურქეთში არალეგალურად შესული საქათველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ დაუდგენელი იყოს.