კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის განმარტებით, ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბუნებრივი მასალები და მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა და გარემოს ცვლილება რკინისა და ბეტონის საფარით.