ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი და დაგეგმილი რეფორმები - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს 2022 წლის წლიური ანგარიში წარადგინა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქვეყანა ევროპული ინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს, რამდენიმე თვის წინ მიღებულ დავალებას კი პირნათლად ასრულებს. პაპუაშვილი რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, გარკვეულ ძალებს კი ქვეყნის სტიგმატიზაციაში სდებს ბრალს. პაპუაშვილის ანგარიშის მოსმენას დაესწრნენ მინისტრები, მათ შორის პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი. პარლამენტის პლენარულ სესიაზე მივიდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. კიდევ რაზე ისაუბრა შალვა პაპაუშვილმა და რა აქცენტები ჰქონდა ოპოზიციას.