მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რიგით მეორე საპროტესტო აქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო მსვლელობები რეგიონებშიც დააანონსა. აქციები ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა.