პარტია „ლელო“ თურქ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარერბას გაუწევს. პარტიის ლიდერები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, ელჩ ალი კაან ორბაის შეხვდნენ და თურქეთში მომხდარ ტრაგედიაზე სამძიმარი გამოთქვეს. როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ,,ლელოს” პარტიის ოფისებში, თურქი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას შეაგროვებენ.