თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. გარდაცვლილი მოქალაქეების რიცხვი 3-ამდე გაიზარდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვლილი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია და ოჯახის წევრების მხრიდან შესაბამისი პროცედურები ხორციელდება. დღეს საქართველოდან თურქეთში კიდევ 40 მაშველი გაემგზავრა. მაშველები ქალაქ ადიამანში მყოფ ქართველი მაშველების იმ ჯგუფს შეუერთდებიან, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ სამაშველო ღონისძიებას და ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს.